ინოვაციური ეკონომიკა და მართვა
Latest Publications


TOTAL DOCUMENTS

55
(FIVE YEARS 55)

H-INDEX

1
(FIVE YEARS 1)

Published By National Institute Of Economic Research

2449-2604, 2449-2418

Author(s):  
NESTAN GVARISHVILI

ნესტან გვარიშვილი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი E-mail:[email protected] https://orcid.org/0000-0002-6845-9980   მოკლე აღწერა ცივილიზაციის განვითარების ცივილურ ეტაპზე მსოფლიო ეკონომიკაზე მოქმედებდა სხვადასხვა შემაფერხებელი ფაქტორები, მათ შორის ინფლაცია, ჭარბი წარმოება, ომები და კონფლიქტები, ანომალიური პროცესები და სხვა. XXI საუკუნის დასაწყისში საერთაშორისო ეკონომიკური და სოციალური მახასიათებლები შეაფერხა გლობალურმა პროცესმა, რომელსაც ეწოდა პანდემია,COVID-19 სახელწოდების ვირუსი. პანდემია მასიურობით, სწრაფი გავრცელებით და არაპროგნოზირებადი ხასიათით აღმოჩნდა განსაკუთრებული და ერთნაირად მოიცვა როგორც განვითარებული, ასევე განვითარებადი ქვეყნები. პანდემიის ზეგავლენა ეკონომიკაზე უფრო ხანგრძლივად ვლინდება, ვიდრე მეცნიერებები და  სახელმწიფო მოღვაწეები წარმოიდგენენ. დასაწყისიდან პირველ 5 თვეში პირდაპირ შეეხო 4 მილიარდამდე ადამიანს. უკიდურესად შემცირდა მიწოდება და მოთხოვნა, გაიზარდა უმუშევრობა, ფინანსური და რესურსული პრობემები შეექმნა არა ერთ მსხვილ კომპანიას, სფეროსა და დარგს, ხანგრძლივად დაირღვა ქვეყნებს შორის სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობები, დაიღუპა მილიონობით ადამიანი, ცალკეულ ქვეყნებში მოიშალა საბაზრო ურთიერთობები. საერთაშორისო ეკონომიკა პანდემიამ (COVID-19) მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დააყენა. მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება მასშტაბურობა, არაპროგნოზირება, სწრაფი გავრცელება და სხვა უცნობი ფაქტორები. სწორედ ალბათ ამიტომაც სხვადასხვა ქვეყნები ეკონომიკური ზიანის კომპენსაციის მიზნით არატრადიციულ, განსხვავებულ და ხშირად შედეგიანობის თვალსაზრისით ნაჩქარევ ღონისძიებებს იყენებენ, მათთვის მთავარი სიცოცხლის გადარჩენაა. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ პანდემია გაცილებით დიდხანს გრძელდება, ვიდრე იყო ნავარაუდევი, სახელმწიფოები შეიმუშავებენ ეკონომიკურ ეროვნული მეურნეობის გაჯანსაღების სტრატეგიებს. მათ შორისაა საქართველოც. ქვეყანაში ხორციელდება ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფენ საინვესტიციო მნიშვნელობის შენარჩუნებას, პრიორიტეტული დარგებისა და სფეროების, ინფრასტრუქტურის, სოციალური პარამეტრების, დასაქმების პრობლემების შემსუბუქებას. წინამდებარე ნაშრომში აღნიშნულ საკითხებზე ჩამოყალიბებულია ავტორისეული შეხედულებები, გაანალიზებულია ზოგიერთი ქვეყნის მიდგომები, დასაბუთებულია სახელმწიფოს მარეგულირებელი როლის ქმედებისა და ეკონომიკის რეგულირების ახალი რეჟიმის გათვალისწინებით სპეციალური მექანიზმების შემუშავების საკითხები.


Author(s):  
DEA PIRTSKHALAISHVILI

დეა ფირცხალაიშვილი ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი,  საქართველო ელ. ფოსტა:  [email protected] https://orcid.org/0000-0002-8667-414X მოკლე აღწერა სტატიაში,  აქცენტი გაკეთებულია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის არსსა და საერთაშორისო გამოცდილებაზე. მასში განხილულია ქართული კომპანიების მიერ წარმართული  კამპანიები, რომლებიც ამსუბუქებენ საზოგადოების რთულ, ეკონომიკურ ან/და სოციალურ მდგომარეობას, შედეგად კი ხელს უწყობენ,   კეთილდღეობის ზრდას COVID-19_ის პირობებში.  გარდა ზემოთ აღნიშნული კამპანიებისა, საქართველოში არსებობს მნიშვნელოვანი გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას როგორც საზოგადოება  და  ორგანიზაციები, ასევე მთლიანად სახელმწიფო. აღნიშნულ გამოწვევებს მიეკუთვნება,  პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები, იქნება ეს საკვები პროდუქტი,  ბავშვთა სათამაშოები თუ სხვა.  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის არსში მოიაზრება, რამდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი, მათ შორის: ადამიანთა უფლებების დაცვა, მომხმარებლისთვის ხარისხიანი და უსაფრთხო პროდუქციის მიწოდება, ეკოლოგიაზე ზრუნვა, სოციალური პრობლემების აღმოფხვრაში მონაწილეობა და სხვა. სწორედ აღნიშნულ საკითხებს შევეხებით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გამოწვევების ჭრილში. სტატიაში წარმოდგენილი კვლევის მიზანს წარმოადგენს, ქალაქ თბილისში, მოსახლეობის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის, საკითხის მიმართ გათვითცნობიერებულობის დონის დადგენა. საინტერესოა, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ინდივიდებს კომპანიების მიმართ,  რომლებიც იჩენენ კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას. კვლევა ჩატარდა ანკეტური გამოკითხვის მეთოდით, რომელიც მოიცავდა ჩვიდმეტ კითხვას.  მონაცემები დამუშავდა SPSS სტატისტიკური პროგრამული პაკეტის გამოყენებით.  კვლევის პროცესში შემუშავებულ იქნა ჰიპოთეზები. მიღებულ შედეგთა ანალიზის საფუძველზე მოვახდინეთ რეკომენდაციების ფორმულირება, რომელთა განხორციელება დაეხმარება სახელმწიფოს აღნიშნული საკითხის მიმართ მოსახლეობის და ორგანიზაციების ცნობიერების დონის ამაღლებაში. ამასთან გარკვეული ცვლილებები საკანონმდებლო დონეზე ვალდებულს გახდის კომპანიებს, უფრო მეტად პასუხისმგებლობით მოექცნენ მომხმარებელს, ამასთან მნიშვნელოვანია თავად საზოგადოება მოეკიდოს აღნიშნულ საკითხს პასუხისმგებლობით და საკუთარი წვლილი შეიტანოს არსებული სიტუაციის გამოსწორებაში.


Author(s):  
SOPIO BAKURIDZE

სოფიო ბაკურიძე დოქტორანტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ელ.ფოსტა: [email protected] https://orcid.org/0000-0001-7828-5171 მოკლე აღწერა უკანასკნელ წლებში შეინიშნება განსაკუთრებული მისწრაფება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისაკენ. ღირებულებათა თანამედროვე სისტემის განუყ­ო­ფ­ელ ნაწილად იქცა ჯანმრთელობაზე ზრუნვა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნი აქტი­ვო­ბების ზრდა. სამკურნალო–გამაჯანსაღებელ ტურიზმზე მოთხოვნის ზრდა დაკ­ა­ვ­ში­რე­ბულია, ერთის მხრივ, გარემო პირობების, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუ­არ­ეს­ე­ბ­ა­ს­თან, მეორეს მხრივ კი, მათი ცხოვრების დონისა და მოთხოვნილების ამაღლებასთან. ტურიზმის გლობალური ეთიკის კოდექსის პრეამბულაში აღნიშნულია ტურ­ის­ტ­უ­ლი საქმიანობის ზრდის ტენდენციის შესახებ, რომელიც უკავშირდება რეკრეაციულ, საქ­მიან, კულტურულ, რელიგიურ და გამაჯანსაღებელ მიზნებს. ხაზგასმულია, რომ ტუ­რისტული პროდუქტებით საყოველთაო სარგებლობა წარმოადგენს დასვენებასა და რეკ­რეაციაზე უფლების შედეგს. სტატიაში განხილულია ერთ–ერთი მნიშვნელოვანი და დინამიურად განვითარ­ებ­ადი მიმართულების –  რეკრეაციულ–სამკურნალო ტურიზმის განვითარების შესაძ­ლე­­ბ­ლობები საქართველოში, პოტენციალი და პერსპექტივები, ასევე გამოვლენილია შე­მა­ფერხებელი ფაქტორებიც.  სამამულო და უცხოური ლიტერატურის გაცნობამ დაგ­ვა­რ­წ­მუნა  აღნიშნული მიმართულების პრიორიტეტულობაში, გვაჩვენა მისი  მნიშვ­ნ­­ელობა არა მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, არამედ ეკონომიკური სარგებ­ლ­ის მიღების თვალსაზრისითაც. მიუხედავად იმისა, რომ რეკრეაციულ–სამედიცინო ტურიზმის განვითარებაში გა­დ­ა­დგმულია გარკვეული ნაბიჯები, ის მაინც საჭიროებს სახელმწიფო სტრუქტურების მხრ­იდან მხარდაჭერას, რაც გამოიხატება საკანონმდებლო ბაზის შემუშავებაში, ინფ­რა­სტრუქტურის გაუმჯობესებაში, შესაბამისი საკადრო პოლიტიკის გატარებაში და სხვა.


Author(s):  
NATALIA TCHKHONIA ◽  
ZURAB VAKHANIA

ნატალია ჭყონია განათლების დოქტორი, ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ბათუმი, საქართველო ელ-ფოსტა: [email protected] https://orcid.org/0000-0002-8117-4146   ზურაბ ვახანია საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილე, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის   ქართული უნივერსიტეტის  პროფესორი ელ-ფოსტა: [email protected] https://orcid.org/0000-0003-3673-3014 მოკლე აღწერა სტატიაში, „ცნების შესატყვისი ტერმინის გააზრება“ აღნიშნულია საკითხი, რომელიც ხშირად იკვეთება უმაღლეს სასწავლებელში. სწავლებას ძალიან აძნელებს სტუდენტების მწირი ლექსიკური მარაგი, მათ შორის გავრცელებული საერთაშორისო ტერმინების არცოდნა. ამას ემატება ტექსტების ზერელე წაკითხვა და ზერელე მოსმენა, ცნების გააზრების უნარჩვევათა არქონა. საზოგადოდ, ენობრივ უნართა სისუსტე თანამედროვე ახალგაზრდებს მთელ მსოფლიოში ახასიათებს, რისი მთავარი მიზეზია ეკრანომანია, ეკრანზე ადიქცია.  როგორც ვიცით ინგლისური ენა მოიცავს ლათინურ-ბერძნული წარმოშობის საერთაშორისო ტერმინების უმრავლესობას, ამიტომ ინგლისურის ცოდნა კარგად ლექსიკის სიმწირეს ნაწილობრივ მაინც გააწონასწორებდა. ყოველივე ამის გამო ფაკულტეტების დიდ უმრავლესობაზე სტუდენტების 80-90 %-მა არ იცის ან ძალიან ბუნდოვნად იცის ისეთი ტერმინებიც კი, რომლებიც მრავალ სხვადასხვა დარგში გვხვდება, მაგალითად: სტატიკა/დინამიკა, ინვარიანტი/ვარიანტი/ვარიაცია, სემანტიკა, ექსპრესია, მედიაცია/მედიატორი/მედიანა და მისთანა. ამის შემდეგ ძალიან ძნელდება სპეციფიკური დარგობრივი ტერმინების სწავლა და შესატყვის ცნებათა გააზრება. ჩვენ იძულებულნი ვხდებით, სპეციალური სამუშაოები ჩავატაროთ, რათა სტუდენტებს სიტყვების გააზრებისა და დამახსოვრების უნარჩვევები განვუვითაროთ (წესით ეს ყოველივე სკოლაში უნდა გაკეთებულიყო). ამას ძალიან უშლის ხელს ანალიზური, ფორმალუროპერაციული ანუ ლოგიკურ-ცნებითი აზროვნების სუსტი განვითარება ანუ აზროვნების ინფანტილიზმი. სტუდენტების (საზოგადოდ ადამიანების) უმრავლესობისთვის წამყვანია ლოგიკურ-ცნებითი აზროვნების წინარე დონე _ სინკრეტული, კონკრეტულოპერაციული ანუ ხატობრივ-ასოციაციური აზროვნება (რომელიც 6-10 წლის ასაკშია ბუნებრივი). ამიტომ საყოფაცხოვრებო, ყოველდღიური ცნობიერების დონეზე თვით მკაფიო სამეცნიერო ცნებაც კი გაბინდულია.  ამას ემატება ეკრანომანიის სხვა შედეგები: აღქმის უპირატესობა აზროვნებასთან შედარებით, კონკრეტულ - სურათოვანი ცნობიერება და ცნებით-აბსტრაქტული აზრის სისუსტე. აუცილებელია სტუდენტების კრიტიკული ლოგიკურ-ცნებითი აზროვნების შეძლებისამებრ განვითარება. მით უმეტეს, რომ ეს საჭიროა აგრეთვე დემოკრატიული საზოგადოების სრულფასოვანი მოქალაქეობისთვისაც. და პირიქით, აზროვნების კონკრეტულობა და ხატობრივ-ასოციაციურობა საუკეთესო საფუძველს ქმნის ადვილად მართვადი, მომხმარებლური საზოგადოების ჩამოსაყალიბებლად. კრიტიკული ლოგიკურ-ცნებითი აზროვნების განსავითარებლად კონკრეტული დარგის სასწავლო პროგრამაში ჩართული უნდა იყოს ლოგიკური ამოცანები, დარგის საკითხებთან ინტეგრირებულად. ასეთი ამოცანები თვით კონკრეტული დარგის უფრო ღრმად შესწავლასაც შეუწყობს ხელს. ამგვარი მეცადინეობა განსაკუთრებით ბუნებრივად ჯდება აქტიური მზაობის მეთოდიკაში. სტუდენტებისთვის სახალისოცაა, რადგან აქტიურ განხილვას, დისკუსიას, კამათს აღძრავს ხოლმე. პარალელურად პროფესორი აფასებს სტუდენტების როგორც ზოგად სააზროვნო უნარჩვევებს, ისე სპეციალური დარგის ფაქტობრივ ცოდნას. ცხადია, გაცილებით შედეგიანი იქნებოდა, ამგვარი მუშაობა სკოლაშივე რომ დაწყებულიყო.


Author(s):  
IAGO BERIDZE

იაგო ბერიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტი თბილისი, საქართველო ელ-ფოსტა: [email protected] https://orcid.org/ 0000-0002-3652-7344 მოკლე აღწერა სტატიაში განხილულია, საქართველოს ვალის მართვის სტრატეგია, ძირითადი მაჩვენებელი და პარამეტრები, რომლებიც ასახულია მიმდინარე წელს, ასევე საპროგნოზო ნიშნულები, ხაზგასმულია ვალის მართვის სტრატეგიის მნიშვნელობა ქვეყნის განვითარების სრულფასოვან და სწრაფად ჩამოყალიბებისათვის, შემოთავაზებულია ვალის მართვის მიმართულებით ავტორისეული ხედვა ბიუჯეტის კორექტირებასა და მის სწორად დაგეგმვაში. აღნიშნულ სტატიაში წარმოდგენილია ძირითადი მიგნებები, სტატიის მომზადებისთვის გამოყენებულია არა ერთი ოფიციალური მონაცემები საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან. მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფო ვალის მართვის სტრატეგია უფრო მეტად მოქნილი და თანმიმდევრული იყოს, აღნიშნული წარმოადგენს ინვესტორებთან ურთიერთობის ძირითად ასპექტსაც, რამეთუ ვალის მართვის დოკუმენტით გაწერილია უახლოეს პერიოდში ქვეყნის ვალდებულებების შესრულებისა და მისი კონტროლის მაჩვენებლები, რითაც გადაწყვეტილების მიღება მარტივდება სხვადასხვა დაინტერესებული პირების მიერ, განვითარებულ ქვეყნებში ვალის მართვის მენეჯმენტი განსხვავებული მიმართულებით ვითარდება, რაც საქართველოში ჯერჯერობით ახლად იკიდებს ფეხს. აუცილებელია, რომ ყოველ წელს ვალის მართვის დოკუმენტი განახლებული და ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის, რათა შეძლოს ინფორმაციის გამოთხოვა, ასევე დაუყონებლივ ასახული იყოს  ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე.


Author(s):  
NATALIIA SHALIMOVA ◽  
HALYNA KUZMENKO
Keyword(s):  

ნატალია შალიმოვა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანი ცენტრალური უკრაინის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი კროპივნიცკი, უკრაინა ORCID ID https://orcid.org/0000-0001-7564-4343 E-mail: [email protected]   გალინა კუზმენკო ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი კიევის ვადიმ ჰეტმანის სახელობის ეროვნული ეკონომიკური უნივერსიტეტი, ეკონომიკური განვითარების კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მკვლევარი კიევი, უკრაინა ORCID ID https://orcid.org/0000-0003-2792-1320 e-mail: [email protected] მოკლე აღწერა


Author(s):  
Eka Avsajanishvili

ეკა ავსაჯანიშვილი დოქტორანტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო ელ.ფოსტა: [email protected] ORCID ID:  https://orcid.org/0000-0002-7110-825X მოკლე აღწერა სტატიაში განხილულია ადამინაური რესრურსის მნიშვნელობა თანამედროვე ორგანიზაციებში, რადგან სწორედ ეს წარმოადგენს კონკურენტული უპირატესობის მოპოვების ერთ-ერთ რეალურ შესაძლებლობას. ამ ტენდენციამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შესძინა პეფრომანს მენეჯმენტს, რომელიც გულისხმობს ინდივიდების და ჯგუფების პერფორმანსის წარმართვას ორგანიზაციული მიზნების განსახორციელებლად. რაც შეეხება კონფლიქტს, მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა და ორგანიზაციებში განიხილება, როგორც ბუნებრივი მოვლენა სოციუმში, რომლის სწორად წარმართვის შემთხვევაში შესაძლებელია პერფორმანსის გაზრდა და ინოვაციების წახალისება. სტატიაში გამოკვეთილია სხვადასხვა ფაქტორები, რომლებიც ორგანიზაციაში კონფლიქტს იწვევს, მათ შორის კოვიდ პანდემიის პირობებში.  არაერთ კვლევაზე დაყრნობით იკვეთება, რომ კონფლიქტის გავლენა პერფორმანს მენეჯმენტზე საკმაოდ დიდია. ამავდოულად, ეფექტურად წარმართულმა პერფორმანს მენეჯმენტმა შესაძლოა შეამციროს დესტრუქციული კონფლიქტების წარმოქმნის შესაძლებლობა ორგანიზაციაში. მაგალითად, კონფლიქტები, რომლებიც წარმოიქმნება დასაქმებულის მიზნებსა და ორგანიზაციის მიზნებს შორის განსხვავების საფუძველზე, დიკსრიმინაციის და უსამართლობის საფუძველზე და აშ. რადგან, პერფორმანს მენეჯმენტი გულისხმობს ობიექტური შეფასების სისტემების დანერგვას და ადაიანური რესურსების დეპარტამენტს ეხმარება დაწინაურების და ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში, ამავდროულად, მკაფიოდ გამოკვეთს როლებს და ცდილობს გაითვალისწინოს ინდივიდუალური მიზნები და მისწრაფებები. რიგ შემთხვევებში, განსაკუთრებით ტრადიციული პერფორმანს მენეჯმენტის სისტემების პირობებში, თავად ამ პროცესმა შეიძლება წარმოქმნას კონფლიქტი. განსაკუთრებით პერფორმანსის წლიურ მიმოხილვებზე, როდესაც თანამშრომლების პერფორმანსს ერთმანეთს ადარებენ. კვლევებით დასტურდება, რომ აღნიშნული მიმოხილვა უარყოფითად მოქმედებს იმ თანამშრომლებზეც კი, რომლეთა პერფორმანსი მაღალია. სწორედ ამიტომ, ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა შეცვალა პერფორმანს მენეჯმენტის სისტემა და უფრო მეტად მუდმივ კომუნიკაციასა და უკუკავშირზე კონცენტროლირდა. რა თქმა უნდა, წარმოდგენილი კვლევების ანალიზი არ არის საკმარისი მყარი დასკვნების გამოსატანად და აუცილებელია შემდგომი კვლევა, განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის პირობებში, რომელმაც შეცვალა, როგორც ორგანიზაციების საქმიანობა, ასევე ადამიანების ცხოვრების სტილი.


Author(s):  
TSITSI TSATSKRIALASHVILI

 ციცი ცაცკრიალაშვილი ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორანტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი თბილისი, საქართველო ელ-ფოსტა: [email protected] https://orcid.org/0000-0001-8247-5920 მოკლე აღწერა საქართველოში პანდემიის პერიოდში ღვინის საოჯახო მარნის მშენებლობა დიდ რისკებთანაა დაკავშირებული, არასტაბილური გარემო და ტურისტების არარსებობა, მკაცრი შეზღუდვები ქვეყანაში და ეკონომიკური სიდუხჭირე, მეღვინეობის დარგის უცოდინრობა, განათლების დაბალი დონე ეს ყველაფერი ერთობლიობაში აძლევს მნიშვნელოვან მიზეზს დამწყებ ბიზნესმენებს, რომ თავი შეიკავონ მარნის მშენებლობისგან. ასევე მეტად საყურადღებოა ღვინის ტურისტების სწორად გამასპინძლების კულტურა და წესების დაცვა, რაც ღვინის მცირე მარნების მფლობელების უმეტესმა ნაწილმა არ იცის. უცხოელი ღვინის ექსპერტების დაკვირვება მცირე საოჯახო მარნებზე კი საშუალებას მოგვცემს გავიგოთ რეალური პრობლემები, არის თუ არა დღეს მცირე მარანი ტურისტების გამასპინძლებისთვის მზად. კვლევა მოიცავდა 7 ღვინის მცირე მარნებზე დაკვირვებას, კვლევის შედეგად გამოვლინდა უცხოელი ღვინის ექსპერტების მოსაზრებები, დასახელდა მცირე საოჯახო მარნის პრობლემები, მოხდა ამ პრობლემების გადაჭრის გზების მოძიება, დასკვნა და რეკომენდაციები. ახალი სტატისტიკის, ფუნდამენტური კვლევების გამოყენებით ბევრად მარტივი გახდება ამ სფეროთი დაინტერესებული დამწყები სტარტაპერებისთვის, ახალგაზრდა ბიზნესმენებისთვის მოღვაწეობა, ნაკლები რისკებითა და ფინანსური დანაკარგებით განავითარონ თავიანთი ბიზნესი და საქმიანობა  


Author(s):  
TEONA MAISURADZE

თეონა მაისურაძე ასისტენტ პროფესორი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, თბილისი, საქართველო ელ. ფოსტა: [email protected] https://orcid.org/0000-0003-4597-5736 მოკლე აღწერა სამუშაო ადგილი არასოდეს ყოფილა ისეთი სტრესული, როგორიც დღევანდელ რეალობაშია. „საზღვების წაშლამ“ გამოიწვია დასაქმებულებში კონკურენციის ზრდა როგორც ქვენის ფარგლებში, ისე მის მიღმა. დროის გასვლასთან ერთად მსოფლიო მასშტაბით მიმდინარე ორგანიზაციული გაერთიანებების, შემცირებების, აუთსორსის, შეკვეცების შედგები უფრო მეტ და მეტ ადამიანზე ახდენს გავლენას. სტრესის მაღალი დონე კი შრომის მწარმოებლურობას ამცირებს, ვინაიდან ზრდის გაცდენებს, ავადობის გამო  საავადმყოფო ფურცელზე ყოფნას, სამუშაო ადგილზე დაბალ მწარმოებლურობას და ა.შ. კოვიდ 19-ით გამოწვეულმა პანდემიამ აღნიშნული მოსაზრებების მართებულობაში ყველა ორგანიზაცია დაარწმუნა. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად შესუსტდა ორგანიზაციული კულტურის ძალა, შეიცვალა კომუნიკაციის სისტემები, გაჩნდა ახალი განმოწვევები, ერთდოულად განხორციელდა ბევრი ცვლილება. შესაბამისად, ცხადია, რომ ორგანიზაციული სტრესის მართვა დღეს კიდევ უფრო აქტუალურია ვიდრე ოდესმე, განსაკუთრებით ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერებისთვის. ეს მოვლენები მნიშვნელოვნად ამცირებს ადამიანის შრომისუნარიანობას, მცირდება შრომის პროდუქტიულობა; შესაბამისად, შეუძლებელია ორგანიზაციის პოტენციალის სრულად გამოყენება. სტატიაში განხილულია ორგანიზაციული სტრესის მაღალი დონის პირობებში მისი გავლენა დასაქმებულებსა და ორგანიზაციაზე. ასევე, ყურადღება გამახვილებულია შესაძლო ნეგატიურ შედეგებზე. გარდა ამისა, მოცემულია გარკვეული რეკომენდაციები, რომელთა გათვალსიწინებით შესაძლებელია გაუმჯობესდეს ორგანიზაციული სტრესის მართვის ხარისხი.


Author(s):  
VOLODYMYR SHALIMOV ◽  
ТATIANA MELNYK ◽  
VALERII RESHETOV
Keyword(s):  

ვოლოდიმირ შალიმოვი ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ცენტრალური უკრაინის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი, კროპივნიცკი, უკრაინა ORCID ID https://orcid.org/0000-0001-9462-8277 E-mail: [email protected]   ტატიანა მელნიუკ ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ცენტრალური უკრაინის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი, კროპივნიცკი, უკრაინა ORCID ID https://orcid.org/0000-0003-1372-3585 e-mail: [email protected]   ვალერი რეშეტოვი ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ცენტრალური უკრაინის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი, კროპივნიცკი, უკრაინა ORCID ID https://orcid.org/0000-0001-9664-4764 e-mail: [email protected] მოკლე აღწერა კვლევის მიზანია უკრაინის საბიუჯეტო და საგადასახადო სისტემების პრინციპებში სოციალურ-ეკონომიკური და, პირველ რიგში, ინოვაციური განვითარების მიზნების გათვალისწინების არსებული პრაქტიკის ანალიზი და მისი გაუმჯობესების მიდგომების დასაბუთება. დასაბუთებულია, რომ სოციალურ-ეკონომიკური და ინოვაციური განვითარების მიზნები სათანადოდ არ არის ასახული როგორც უკრაინის საბიუჯეტო სისტემის, ისე საგადასახადო სისტემის პრინციპებში (საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპები). დადგენილია, რომ სახელმწიფოს პირდაპირი და არაპირდაპირი ფინანსური მხარდაჭერა და გადასახადები, როგორც ფისკალური ინსტრუმენტები, ხელს შეუწყობს ეკონომიკური განვითარების სტიმულირებას, ინოვაციების სტიმულირებას და გააქტიურებას, მაგრამ ამგვარი სტიმულირების ფორმებისა და მეთოდების არჩევანი გამართლებული უნდა იყოს კონკრეტული მიზნების მიღწევის აუცილებლობის გათვალისწინებით. შემოთავაზებულია ადგილობრივი დაბეგვრის სისტემის რეფორმირების მიმართულებები რეგიონში სოციალურ-ეკონომიკური და ინოვაციური განვითარების სტიმულირების კონტექსტში. დასაბუთებულია ადგილობრივი ხელისუფლების, ადგილობრივი თემების უფლებამოსილების გაფართოების აუცილებლობა ადგილობრივი გადასახადების და მოსაკრებლების ელემენტების დაწესებისთვის, ინვესტიციების და ინოვაციების საგადასახადო შეღავათებისა და სხვა სახის საგადასახადო შეღავათების შემუშავების მექანიზმის შემუშავების მიზნით, რომელიც გაზრდის ინოვაციას რეგიონში.


Sign in / Sign up

Export Citation Format

Share Document