რეკლამის და პიარ აქტივობების როლი ადგილის ბრენდინგის კონტექსტში (აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის მაგალითზე)
გელა მამულაძე ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო, ბათუმი E-mail: [email protected] http://orcid.org/0000-0001-8651-3808 ირინე ბერიძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი საქართველო, ბათუმი E-mail: [email protected] http://orcid.org/0000-0001-5645-8633 JEL Classification: M37; M31; Z33 DOI: 10.46361/2449-2604.7.2.2020.18-25 მოკლე აღწერა ბოლო პერიოდში ტერიტორიის იდენტობას დიდი როლი აკისრია იმ საკომუნიკაციო პროცესში, რითაც ქვეყნები, რეგიონები და ქალაქები პოზიციონირებენ. შესაბამისად ადგილის ბრენდინგის განვითარება თანამედროვე პირობებში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ძლიერი ადგილის ბრენდი და სტრატეგია ხელს უწყობს ბაზარზე კონკურენციის გაზრდას და აძლიერებს ამ ადგილობრივი მოსახლეობის განცდას ადგილის უნიკალურობის შეგრძნებისა. ასევე, ის ეხმარება ქვეყანას, ქალაქს ან საზოგადოებას, უკეთ გაიგონ რა ტიპის ინვესტორები, ტურისტები და მიგრანტები უნდა მოიძიონ და ვინ უნდა იყოს მათი სამიზნე სეგმენტი; აყალიბებს კავშირს ბიზნესს, საზოგადოებასა და ვიზიტორებთან; ასახავს და შთააგონებს სამიზნე სეგმენტს თუ როგორია ახლა ეს ადგილი და თუ როგორი შეიძლება იყოს მომავალში. ნაშრომის მიზანია აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული სარეკლამო და პიარ აქტივობების კვლევა, ანალიზი და რეკომენდაციების გაცემა ადგილის ბრენდინგის განვითარების პროცესში ჩართული მხარეებისთვის, რადგანაც ტურიზმი ადგილის ბრენდინგის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. აჭარას, როგორც ერთ-ერთ დინამიურად განვითარებად რეგიონს საქართველოში, აქვს დიდი შესაძლებლობა რეგიონის ბრენდის შექმნისა, რაშიც მოიაზრება რეგიონის კონკურენტუნარიანობის გაზრდა სხვა რეგიონებთან მიმართებაში. დასახული მიზნის მისაღწევად ნაშრომში გამოყენებული მასალები ეყრდნობა ისეთ წყაროებს, როგორიცაა: Google Scholar, Scopus, WOS (Web Of Sci-ence) და ა.შ. ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ სარეკლამო კამპანიებისა და პიარ აქტივობების 2018-2019 წლების მონაცემებს. წარმოდგენილ ნაშრომში შესწავლილი და გაანალიზებულია ადგილის ბრენდინგის არსი, ბრენდის ინდენტურობის, იმიჯის და ბრენდის ღირებულების მნიშვნელობა ბრენდინგის პროცესში. შედარებული და გამოკვლეულია რეკლამის და პიარ-ის დადებითი და უარყოფითი მხარეები. გამოვლენილია რეკლამის და პიარ აქტივობების თავისებურებები ადგილის ბრენდინგის კონტექსტში. ნაშრომის ბოლოს გაკეთებულია შესაბამისი დასკვნები თუ რა როლი აკისრია რეკლამას და პიარ აქტივობებს ადგილის ბრენდინგის განვითარების პროცესში. საკვანძო სიტყვები: ადგილის ბრენდინგი, საზოგადოებასთან ურთიერთობა, რეკლამა, ტურიზმი, იმიჯი.